Gladiator
ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი…
ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი…
კლასიკად მიჩნეული ფილმი არაჩვეულებრივი მსახიობების მონაწილეობით, რომლის ყურებაც დაუსრულებლად შეიძლება და ყოველ ჯერზე შეუძლებელია სიცილისაგან თავის შეკავება.
უცხოები სრულყოფილ ორგანიზმებს წარმოადგენენ. უდიდესი ფიზიკური ძალა და ძალადობის დაუოკებელი წყურვილი მათ მკვლელობის იდეალურ მანქანებად აქცევს. უცხოთა პლანეტაზე მოხვედრილი დედამიწის კოსმოსური ხომალდი უდიდესი განსაცდელის წინაშეა.
კომპიუტერულმა ჰაკერმა, ნეომ აღმოაჩინა რომ სიცოცხლე დედამიწაზე სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული ვირტუალური პროგრამა, ე.წ. მატრიცა, რომელშიც ადამიანები კომპიუტერული სისტემის მონებს წარმოადგენენ და…
ყველაფერი აირია და თავდაყირა დადგა, როდესაც მონსტრების სამყაროში შემთხვევით პატარა გოგონა მოხვდა...
კაპიტანი გრანტი საშიშ საზღვაო მოგზაურობაში გაემგზავრა, რათა წყნარი ოკეანის კუნძულებზე დიდი შოტლანდიური დასახლება დაეარსებინა... მაგრამ მისმა გემმა კატასტროფა განიცადა. მისი ამბავი ნახევრად გადარეცხილმა წერილმა ჩამოიტანა...
73 წლის ელვინ სტრეიტი ინფაქტის გადატანის შემდეგ იგებს რომ სიცოცხლე ცოტაღა დარჩა და უარს ამბობს მკურნალობაზე. სიკვდილის წინ მას უნდა თავისი ძმის ნახვა, რომელიც დიდი ხანია…
ფილმი მოგვითხრობს რუსი მეცნიერის და მწერალის - არსენიევის მოგზაურობების შესახებ. თხრობის ცენტრში შუააზიელი მონადირის - დერსუ უზალას სახეა. ბრძენი, კეთილი, და გმირული სულის ადამიანი, რომელიც არსენიევთან…
უსახელო და უსახური ქალაქის ახლოს, საიდუმლოებით მოცული ადგილი მავთულხლართებითა და მოდარაჯე ჯარისკაცებით არის დაცული. იქ შეღწევას ვერავინ ბედავს სტალკერის გარდა...
აღმოსავლეთი - ფაქიზი სამყაროა, რომელიც ვერ იტანს სულსწრაფ და გაუბედავ ადამიანებს. გზა შინისაკენ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუკი აღმოსავლეთის ქარი უბერავს და მოაქვს გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები.
მომაკვდავი მამის სანახავად მშობლიურ ქალაქში ჩასული ფილმის გმირი ცდილობს უკეთ გაიცნოს საკუთარი მშობელი. ამ მიზნით მის მიერ შეგროვებულ ცნობებს მამის ცხოვრების შესახებ მოულოდნელ აღმოჩენამდე მიჰყავთ იგი.
დომ კობი - ნიჭიერი ქურდია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის - ის იპარავს ძვირფას საიდუმლოებებს ქვეცნობიერის სიღრმეებიდან, როდესაც ადამიანს სძინავს. იშვიათი ნიჭი მას ჯაშუშთა სამყაროში შეუცვლელს ხდის, მაგრამ…
ლეიტენანტ ჯონ დანბარს დასავლეთის საზღვართან მდებარე მიტოვებულ სამხედრო ნაწილში აგზავნიან, სადაც აღარავინ ბინადრობს მგლებისა და ინდიელების გარდა.
მეცნიერებმა დინოზავრების კლონირება მოახერხეს და განცალკევებულ კუნძულზე გაშენებულ საიდუმლო პარკში დააბინავეს ისინი.
ექსცენტრიული პროფესორი დროის მანქანას იგონებს და ახალგაზრდა მეგობართან ერთად ოცდაათი წლით უკან, წარსულში გადაადგილდება.
12 წლის გორდი თავის საუკეთესო მეგობრებთან კრისთან, ტედისთან და ვერნთან ერთად, დაღუპული ბიჭის ცხედრის საძებნელად მიდიან, რომელიც თითქოსდა მატარებელმა გაიტანა. უფროსების აზრით ეს ლაშქრობა სულაც არ…
ძლევამოსილი სულების სამყაროში მოხვედრილი პატარა გოგონა ცდილობს დაიხსნას მშობლები ბოროტი ჯადოქარის ტყვეობიდან. 2002 წელს ფილმმა მიიღო “ოქროს დათვი” ბერლინის კინოფესტივალზე.
ალტერნატიული რეალობა, რომელიც XX-ე საუკუნის დასაწყისს შეესაბამება. პატარა გოგონას სიტას მფრინავი ქვა აქვს. მასზე მთავრობის ჯაშუშები და მეკობრეები ნადირობენ, რადგანაც ეს ქვა ძალიან ძვირფასია...
ქარების ველს - ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც საშინელ ბიოლოგიურ კატასტროფას გადაურჩა, საფრთხე ემუქრება. ბოროტების შეჩერება და მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ უშიშარ და კეთილ პრინცესა ნავსიკაიას შეუძლია...
ცნობილი აბსურდისტული კომედია ყველა დროის საუკეთესო კომიკ ჯგუფი ”მონტი პაიტონისგან”.
მომავლის განჭვრეტის მცდელობა, კაცობრიობის დანიშნულების ძიება, მარადიულობის კვლევა - არაერთი თაობის საყვარელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის ფილმში, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტებისათვის.
ფილმის გმირმა დროის მანქანა გამოიგონა. გაუთვალისწინებელი შემთხვევითობის წყალობით მის ბინაში მოხვედრილი ორი ადამიანი უნებურად რთავს მექანიზმს და 16-ე საუკუნეში მოხვდება, ხოლო რუსეთის მაშინდელი მეფე, ივანე მრისხანე…
ამჯერად ჯეიმსი დავალებას ერთ-ერთ ბანკირთან მიყავს, რომლის ხელშიც გადის მსხვილი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ფული...
ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას კრისტოფერ მაკკენდლესის შესახებ. ახალგაზრდა კრისტოფერი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, რომელმაც თანამედროვე საზოგადოების მატერიალური ფასეულობები უარყო და დაარიგა მთელი ქონება. ორი წლის განმავლობაში…