სორტირება: ახალი IMDb წელი
Eternal Sunshine of the Spotless Mind

Eternal Sunshine of the Spotless Mind

ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება
გამოშვების წელი: 2004
მოკლე აღწერა:

დიდი ხნის წარუმატებელი თანაცხოვრების შემდეგ ჯოელმა და კლემენტინამ გადაწყვიტეს მეცნიერული ჩარევის შედეგად გონებიდან ამოიშალონ მეხსიერების ის ნაწილები, სადაც ერთმანეთის შესახებ ცუდ მოგონებებს ინახავენ. ისინი დარწმუნებულები არიან,…

Aliens

Aliens

უცხოპლანეტელები
გამოშვების წელი: 1986
მოკლე აღწერა:

უცხოები სრულყოფილ ორგანიზმებს წარმოადგენენ. უდიდესი ფიზიკური ძალა და ძალადობის დაუოკებელი წყურვილი მათ მკვლელობის იდეალურ მანქანებად აქცევს. უცხოთა პლანეტაზე მოხვედრილი დედამიწის კოსმოსური ხომალდი უდიდესი განსაცდელის წინაშეა.

Alien

Alien

უცხო
გამოშვების წელი: 1979
მოკლე აღწერა:

შორეული მომავალი. უცნობი პლანეტიდან მიღებულია სიგნალი SOS... ასტრონავტები იღებენ დაფრენის გადაწყვეტილებას. მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ბოროტებას ინახავს უცნაური პარკუჭები, რომლებსაც ამ პლანეტაზე აღმოაჩენენ.

The Matrix

The Matrix

მატრიცა
გამოშვების წელი: 1999
მოკლე აღწერა:

კომპიუტერულმა ჰაკერმა, ნეომ აღმოაჩინა რომ სიცოცხლე დედამიწაზე სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული ვირტუალური პროგრამა, ე.წ. მატრიცა, რომელშიც ადამიანები კომპიუტერული სისტემის მონებს წარმოადგენენ და…

Kin-dza-dza!

Kin-dza-dza!

ქინ-ძა-ძა!
გამოშვების წელი: 1986
მოკლე აღწერა:

ფილმის გმირების უცნაური თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი მოულოდნელად უცხო პლანეტაზე მოხვდნენ...

Metropolis

Metropolis

მეტროპოლისი
გამოშვების წელი: 1927
მოკლე აღწერა:

მეტროპოლისი – ქალაქი გაყოფილი ორ ნაწილად. მიწის ქვეშ მუშაკების საცხოვრებლები, საამქროები და დანადგარებია. ზედა ქალაქში კი განთავსებულია ოფისები, მდიდარი უბნები და გასართობი პარკები. მთელი ქალაქის ძალაუფლება…

Stalker

Stalker

სტალკერი
გამოშვების წელი: 1979
მოკლე აღწერა:

უსახელო და უსახური ქალაქის ახლოს, საიდუმლოებით მოცული ადგილი მავთულხლართებითა და მოდარაჯე ჯარისკაცებით არის დაცული. იქ შეღწევას ვერავინ ბედავს სტალკერის გარდა...

Heart of a Dog

Heart of a Dog

ძაღლის გული
გამოშვების წელი: 1988
მოკლე აღწერა:

ფილმი მიჩნეულია მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაციად - პროფესორი პრიობროჟენსკი სამეცნიერო ექსპერიმენტს ატარებს და ცდილობს ძაღლი, მეტსახელად "შარიკი" თავის თანასწორ ადამიანად აქციოს.

Brazil

Brazil

ბრაზილია
გამოშვების წელი: 1985
მოკლე აღწერა:

სემ ლოური - უდიდესი დაჟანგებული, ტოტალიტარული სახელმწიფო მანქანის პაწაწინა ჭანჭიკია. ის ცდილობს უსიამოვნებებს თავი აარიდოს, მაგრამ ერთხელ დოკუმენტში შეცდომას შენიშნავს, რომლის გამოც შესაძლოა უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრონ...…

A Clockwork Orange

A Clockwork Orange

მექანიკური ფორთოხალი
გამოშვების წელი: 1971
მოკლე აღწერა:

მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელმაც მკვლელობები და გაუპატიურებები ჩაიდინა, ციხეში ხვდება. აქ მას სპეციალურად "ამუშავებენ", რათა ქვეცნობიერად ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ... მაგრამ ციხის კარს მიღმა ისეთი…

Inception

Inception

დასაწყისი
გამოშვების წელი: 2010
მოკლე აღწერა:

დომ კობი - ნიჭიერი ქურდია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის - ის იპარავს ძვირფას საიდუმლოებებს ქვეცნობიერის სიღრმეებიდან, როდესაც ადამიანს სძინავს. იშვიათი ნიჭი მას ჯაშუშთა სამყაროში შეუცვლელს ხდის, მაგრამ…

Jurassic Park

Jurassic Park

იურიული პერიოდის პარკი
გამოშვების წელი: 1993
მოკლე აღწერა:

მეცნიერებმა დინოზავრების კლონირება მოახერხეს და განცალკევებულ კუნძულზე გაშენებულ საიდუმლო პარკში დააბინავეს ისინი.

Back to the Future

Back to the Future

უკან მომავალში
გამოშვების წელი: 1985
მოკლე აღწერა:

ექსცენტრიული პროფესორი დროის მანქანას იგონებს და ახალგაზრდა მეგობართან ერთად ოცდაათი წლით უკან, წარსულში გადაადგილდება.

The Truman Show

The Truman Show

თრუმენის შოუ
გამოშვების წელი: 1998
მოკლე აღწერა:

ერთი შეხედვით ტრიუმენი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობს, ჩვეულებრივ სადაზღვევო სააგენტოში მუშაობს და ჰყავს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცოლი, მაგრამ მან არ იცის, რომ მთელი მისი ცხოვრება სხვა…

Nausicaä of the Valley of the Wind

Nausicaä of the Valley of the Wind

ნავსიკაია ქარების ველიდან
გამოშვების წელი: 1984
მოკლე აღწერა:

ქარების ველს - ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც საშინელ ბიოლოგიურ კატასტროფას გადაურჩა, საფრთხე ემუქრება. ბოროტების შეჩერება და მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ უშიშარ და კეთილ პრინცესა ნავსიკაიას შეუძლია...

2001: A Space Odyssey

2001: A Space Odyssey

2001 წელი: კოსმიური ოდისეა
გამოშვების წელი: 1968
მოკლე აღწერა:

მომავლის განჭვრეტის მცდელობა, კაცობრიობის დანიშნულების ძიება, მარადიულობის კვლევა - არაერთი თაობის საყვარელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის ფილმში, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტებისათვის.

Ghost in the Shell: Solid State Society

Ghost in the Shell: Solid State Society

მოჩვენება ჯავშანში 3
გამოშვების წელი: 2006
მოკლე აღწერა:

2034 წელი. ორი წელი გავიდა რაც მოტოკო კუზანაჯი მეცხრე დანაყოფიდან წავიდა. ტოგუსა გუნდის ახალი ლიდერია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მეცხრე დანაყოფის პერსონალი. ახლა ისინი ახალი ინციდენტების სერიას…

Ghost in the Shell

Ghost in the Shell

მოჩვენება ჯავშანში
გამოშვების წელი: 1995
მოკლე აღწერა:

2029 წელი. ქსელები და კომპიუტერები იმდენად განვითარდა, რომ შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური კიბორგების შექმნა, რომლებიც მთლიანად ინტეგრირებულები იქნებოდნენ ქსელებში. მთავარი გმირი კუსანაგი მოტოკო - კიბორგი ადამიანის ცნობიერებით,…

The Iron Giant

The Iron Giant

რკინის გოლიათი
გამოშვების წელი: 1999
მოკლე აღწერა:

ბიჭუნა, რომელმაც უზარმაზარი კეთილი რობოტი იპოვა, ცდილობს დაიცვას თავისი ახალი მეგობარი მტრულად განწყობილი ადამიანებისაგან.

Donnie Darko

Donnie Darko

დონი დარკო
გამოშვების წელი: 2001
მოკლე აღწერა:

16 წლის დენიმ უკვე იცის თუ რა არის სიკვდილი. უბედური შემთხვევის შემდეგ, თავის თავში უცნაურ ნიჭს აღმოაჩენს... მას დროის და ბედის შეცვლა შეუძლია... მასში მომხდარი ცვლილებები…

Twelve Monkeys

Twelve Monkeys

12 მაიმუნი
გამოშვების წელი: 1995
მოკლე აღწერა:

2035 წლისათვის უცნობმა ვირუსმა 5 მილიარდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გადარჩა. საჭიროა ვინმე დაბრუნდეს წარსულში, და იპოვოს ეპიდემიის წყარო, რათა შესაძლებელი გახდეს…

V for Vendetta

V for Vendetta

V ნიშნავს ვენდეტას
გამოშვების წელი: 2005
მოკლე აღწერა:

ალტერნატიული მომავალი... გერმანია იგებს მეორე მსოფლიო ომს, ბრიტაბეთი მესამე რეიხის ერთერთი პროვინცია ხდება. ამ გამანადგურებელი ომის შემდეგ დგება ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ახშობს ყველანაირ სამოქალაქო თავისუფლებას და…

Blade Runner

Blade Runner

დანის პირზე მორბენალი
გამოშვების წელი: 1982
მოკლე აღწერა:

ყოფილი დეტექტივი რიკ დეკარდი კვლავ აღდგენილია ლოს-ანჟელესის პოლიციაში. როი ბატის მეთაურობით ჯგუფი კიბორგების მოსაძებნად მიდის, რომლებივ კოსმიური კოლონიიდან დედამიწაზე გაიქცნენ.

The Thing

The Thing

რაღაც
გამოშვების წელი: 1982
მოკლე აღწერა:

ამერიკული კვლევითი ბაზის მეცნიერები ანტარქტიდაზე ამოუხსნელ საშინელ არსებას გადააწყდებიან. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მკვლევარები საშიშ არსებასთან უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან, რომელმაც ათასი წლის შემდეგ გამოიღვიძა და... ძალიან მშიერია...

1 2 3 4