Romulus, My Father
ფილმი ახალგაზრდა ოჯახის პრობლემების შესახებ არის, რომელიც იძულებულია მტრულად განწყობილ ქვეყანაში იცხოვროს...(V)
ფილმი ახალგაზრდა ოჯახის პრობლემების შესახებ არის, რომელიც იძულებულია მტრულად განწყობილ ქვეყანაში იცხოვროს...(V)
დაკოტას ნებისმიერ ტყუილში შეუძლია სიმართლე ამოიკითხოს... და ეს ტყუილი გამომდინარეობს ადამიანებისგან, რომლებსაც თითქოს უნდა ენდობოდეს... ოჯახის წევრები... მეგობრები... მასწავლებლები...(V)
რა ხდება, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ? ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ. სწორედ ეს კითხვა უტრიალებდა თავში ფილმის გმირს - დენიელ მილერს, როდესაც ლოს-ანჟელესის ბულვარზე „ბმვ“-ეს მიაგელვებდა და ბარბარა…
ამერიკელი რეჟისორის ცხოვრების ისტორია, რომელიც წარმოშობით ბერძენი იყო. ეს არის ისტორია ომების, პოლიტიკური გადატრიალებების, უდიდესი იმედების და მათი გაცრუების შესახებ... ისტორია, რომელიც სავსეა უსაზღვრო მწუხარებით...(V)
1968 წელი. სასტუმრო ამბასადორი. სულ მალე აქ რობერტ კენედის მკვლელობა მოხდება... მაგრამ ჯერ არავინ იცის ამის შესახებ. სასტუმროს უამრავი სტუმარი თუ მომსახურე პერსონალი საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.…
ადვოკატი ქალის ცხოვრება წარმატებულია, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში... მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი მეუღლე წარსულში საიდუმლო აგენტი იყო და ახლა მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი.…
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ის მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი ”The Quarrymen”.…
ჰოლი პარკერი კალიფორნიის შტატში მამასთან ერთად ცხოვრობს, მისი ტყუპისცალი ენი ჯეიმსი კი - ლონდონში მოსიყვარულე დედასთან. პირველს მუდმივად ენატრება დედა, რომლის გარეშედაც ძალიან მოწყენილია, მეორეს კი…
მედეას და იასონის სიყვარულის ისტორია: შეხვედრა, სიყვარული და განშორება... მიტოვებულ და გაძევებულ მედეას არ შეუძლია ყოფილ სატრფოს აპატიოს, რომელმაც ის მეფე კრეონის ქალიშვილთან ქორწინებაზე გაცვალა. მედეა…
ახალგაზრდა ბოშა ქალი ესმერალდა ცეკვებით ირჩენს თავს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ ის ციხეში ხვდება. ღვთისმშობლის ტაძრის მნათე - კვაზიმოდო…
ფილმის მოქმედება პალესტინაში, ქრისტეს დროს ხდება. ორი მეგობარი, ებრაელი იუდა ბენ გური და რომაელი მესალა, დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან და ხედავენ, რომ მათი მეგობრობა…
ცისფერმა ფერიამ თოჯინა გააცოცხლა, მაგრამ იმისათვის, რომ ნამდვილი ადამიანი გახდეს, მან უნდა დაამტკიცოს თავისი სიმამაცე და კეთილსინდისიერება... და აი გრძელცხვირა, მოუსვენარი ბიჭუნა, მეგობარ ჭრიჭინა ჯიმი კრიკეტთან…
პოლიციელი კოპენჰაგენიდან პატარა ქალაქში გადაჰყავთ სამუშაოდ. აქ ხალხი კანონის დახმარების გარეშე წყვეტს თავის პრობლემებს, არც ფილმის გმირი აპირებს ამ ქალაქში დიდი ხნით დარჩენას... მაგრამ თანდათან მის…
1937 წლის ნოემბერი. ჩვიდმეტი წლის რიჩარდ სემუელი სკოლაში სწავლობს, დასვენების დღეებს კი მანჰეტენზე ატარებს. ის შემთხვევით ხვდება თეატრ ”მერკური”-ში, რომელიც ჯერ არ არის გახსნილი, მაგრამ მასში…
70-იანი წლების ამერიკა. მთავარი გმირი - სკოტ ბარტლეტი - საშუალო სტატისტიკური მოზარდია, რომელსაც "ვარსკვლავური ომები" მოსწონს და მეზობელი ადრიანას სიყვარულით იტანჯება. უცაბედად წარმოქმნილი და სწრაფად გავრცელებადი…
ხუთი კომედიური და დრამატული ისტორია, რომელიც ერთ ღამეს, ხუთ სხვადასხვა მეგაპოლისში მოხდა. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი თემა, რომელიც მისი მოქმედების ადგილს ახასიათებს...(V)
ჩეხი მუსიკოსი ფიქტიურ ქორწინებას აფორმებს რუს ქალბატონთან, რომელიც მოულოდნელად ქრება და ჩვენმა გმირმა მის ხუთი წლის კოლიაზე უნდა იზრუნოს... მაგრამ მათ არცერთი სიტყვა არ ესმით ერთმანეთის...(V)
საოპერო სცენის ლეგენდის - მარია კალასის ლამაზი და ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია... პარიზის აპარტამენტებში განმარტოვებული ვარსკვლავი კარიერის და პირადი ცხოვრების დასასრულს განიცდის. მარია თავს არწმუნებს, რომ მისი…
1945 წელი. იუჯინ მორის ჯერომი ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდება საომარი ბანაკის რეალობაში. ასეთ დისციპლინაშიც კი შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კომიკური თავგადასავლები...
კონკიას დედინაცვალი ყველანაირი ძალებით ცდილობს თავისი ღვიძლი შვილი უფლისწულზე დააქორწინოს... მაგრამ ამ უკანასკნელს სულაც არ სურს ცოლის მოყვანა... ვიდრე მშვენიერი ნიღბიანი გოგონა არ ჩაუვარდება გულში...(V)
ბერლინი, 1943 წელი. ოთხი შვილის დედა - ლილი, წესიერი დიასახლისი იყო, სანამ ფელისს გაიცნობდა... ამ შეხვედრამ მთელი მისი ცხოვრება გადაატრიალა... ლილი ქმარს გაცილდა და ფელისი თავისთან…
ფილმში ასახულია ურთიერთობა რომსა და ეგვიპეს შორის იმპერატორ იულიუს ცეზარისა და ლეგენდარული დედოფლის, კლეოპატრას მმართველობის პერიოდში.
სტივენ კინგის ერთ-ერთი მოთხრობის ეკრანიზაცია. ეს არის ფრენკ დარაბონტის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი...(V)
წარსულში ცნობილ ტენისისტ კრისს რთული პერიოდი აქვს... მან რამენაირად თავისი ცხოვრება უნდა მოაწყოს... ყველაფერთან ერთად უყვარდება ქალი, რომლისგანაც კარგს არაფერს უნდა ელოდო...(V)